logo
ENG



აქცია "თავისუფლებისთვის" დასრულდა, ძალადობრივი ჯგუფები ადგილზე რჩებიან

06 ივლ 202123:31
3 წუთის საკითხავი
 
აქცია "თავისუფლებისთვის" დასრულდა, ძალადობრივი ჯგუფები ადგილზე რჩებიან

პარლამენტის წინ მდუმარე აქცია "თავისუფლებისთვის" დასრულდა. მშვიდობიანი აქციის მონაწილეებმა ტერიტორია უკვე დატოვეს. ადგილზე რჩებიან კონტრაქციის მონაწილე ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც ისევ აგრესიულები არიან, პოლიციას კი ისევ კორდონი აქვს გაკეთებული.

პოლიცია მედიის წარმომადგენლებს მოუწოდებს, დატოვონ ტერიტორია. 

მანამდე, ძალადობრივი ჯგუფის წევრები პიროტექნიკას, ქვიშით სავსე ბოთლებსა და ქვებს ისროდნენ მოქალაქეების მიმართულებით.

შსს-ს წარმომადგენლებმა კონტრაქციის მონაწილეების ნაწილი ტერიტორიიდან გაიყვანა.

ამ დრომდე უცნობია, რამდენი ადამიანია დაკავებული. 

სოლიდარობის აქციის მიმდინარეობისას რუსთაველის გამზირზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.

ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა პოლიციის კორდონის გაარღვიეს და სოლიდარობის აქციის მონაწილეებს ქვები და ხელკეტები დაუშინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და რუსთაველზე შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდა, შეკრებისა და გამოხატვის დროს დაემორჩილონ პოლიციელთა მოთხოვნებს.

გავრცელებულ განცხადებაში უწყება ორივე მხარეს, სოლიდარობის აქციის მონაწილეებსა და ძალადობრივ ჯგუფებს აფრთხილებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები.

განცხადება გაავრცელა საპატრიარქომაც და ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეებს სიმშვდისკენ მოუწოდა

სოლიდარობის აქციაზე შეკრებილი არიან რიგითი მოქალაქეები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და თბილისი პრაიდის წევრები.

"მდუმარე აქცია" მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ღირსების მარშის მოწინააღმდეგე ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ფიზიკურად იძალადეს. 


close დახურვა